იტვირთება

სრული და უსრული წინადადება

ქართული - გრამატიკა - წინადადება აგებულების მიხედვით

ნახვები:

3115

სხვა თემები

სრულია წინადადება, თუ გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი.

 

ხავერდივით მწვანე ბალახს აბიბინებს სიო ნაზად.
წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა.

ამ მაგალითებში გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი, ე.ი. ორივე წინადადება სრულია.

უსრულია წინადადება, თუ გამოტოვებულად არ იგულისხმება ერთი ან რამდენიმე წევრი, რომელთა აღდგენაც ადვილად შეიძლება აზრის მიხედვით.

 

- ქართველები იარაღს როგორ ხმარობენ?
- ძალიან კარგად.

პირველი წინადადება სრულია, მეორე - უსრული: გამოტოვებულია სამი წევრი. სრულად იქნება: ქართველები იარაღს ძალიან კარგად ხმარობენ.


დატოვეთ კომენტარი