იტვირთება

I - II თავის შინაარსი

ქართული - ჰაგიოგრაფია - აბო თბილელის წამება

ნახვები:

5053

სხვა თემები

იოანე საბანიძე მიმართავს მკითხველს და ეუბნება რომ იაპყრონ თვალი, ყური და მასპინძლები გახდნენ მისი სიტყვებისა.  ავტორი ამბობს, რომ მხოლოდ ის არ უნდა ცდილობდეს მარტვილობის მოსმენას.

იოანე საუბრობს ქართლში შექმნილ ვითარებაზე და არაბების ბატონობაზე. იგი ხალხს იმ ლერწმებს ადარებს რომლებიც სადაც ქარი დაუბერავს იქით იხრებიან. ავტორი იწყებს აბოს  ამბის თხრობას, რომელიც ეწამა ქრისტეს სარწმუნოების გულისთვის.

ქართლის კათალიკოსმა სამოელმა მოკითხვის წერილი გაუგზავნა სხართან ბერის ხელით იოანეს საბანისძეს და თხოვა დაეწერა ახალი მოწამის აბოს ცხოვრება, რომელიც ეწამა ქრისტიანობისათვის, რათა დადებულიყო ეკლესიაში და ქართველ ერს ელოცა მისთვის.

იოანეს მიუღია წერილი. ძალიან დიდ საქმედ მიუჩნევია აბოს ცხოვრების  აღწერა, მაგრამ უარი ვერ უკადრებია ეპისკოპოსისათვის, თან უფიქრია “შვილთა მშობლის ურჩი წაწმყდესო” და ხელი მოუკიდია ამ მეტად საძნელო საქმისთვის.

ამ დროს ქართლის ერისთავი იყო ნერსე, ადარნასე კურაპალატისა. იგი თავისთან მოიხმო მუმნი აბდალა ამირამ, რომელიც ბაღდადში იმყოფებოდა და ბოროტი ხალხის დასმენის შემდეგ ციხეში ჩასვა. სამი წლის შემდეგ ღვთის ნებით ამირა გარდაიცვალა, და მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა მაჰდიმ, რომელმაც ნერსე გაანთავისუფლა. ერისმთავარი ქართლში დაბრუნდა.

ამ დროს თბილისსში ჩამოვიდა მაჰმადიანი აბო ბაღდადიდან და იგი ნერსესთან დასახლდა. ის ახალგაზრდა 17- 18 წლის თუ იქნებოდა აბო ხელოვანი იყო,ნელსაცხებლების შემზავებელი, სარკინიგზოთა წიგნების მცოდნე.  მან დატოვა მამა, დედა, ძმები, და დები, ნათესავები და ქონება. ყველაფერი ქრისტეს სიყვარულისთვის. მან შეისწავლა ქართული მწიგნობრობა და ენა. მაშინ უარყო მაჰმადის რჯული და მიიღო ქრისტიანობა, თუმცა თაავიდან მალავდა და საიდუმლოდ მარხულობდა.

იმ დღეებში სარკინოზთა ხელმწიფე განრისხებული იყო ნერსეზე და დევნიდა მას. უფალმა დაიცვა ერისმთავარი მტრისაგან და იგი დარიალის გავლით სამას კაცთან ერთად ხაზარეთში გადავიდა სადაც მას აბოც გაჰყვა.

ხაზარეთის მეფე დიდი პატივისცემიტ შეხვდა ნერსეს, დააპურა და შემოსა მისი ამალა. აბოც სწორეს ხაზარეთში მოინათლა.  შემდეგ ერისთავი ევედრებოდა რომ აფხაზეთში გაშვა იგი მეფეს, რადგან დედა, ცოლ-შვილი და მისი ოჯახის წევრები იქ ჰყავდა გახიზნული.  ღმერთმა დაამშვიდა მეფე და დართო ნება, რომ წასულიყვნენ.

როდესაც ჩავიდნენ აფხაზეთში ლეონ მეორე მათ დიდი სიხარულით შეეგება. აბოს ამბავი რომ აუწყეს ფრიად განიხარა. ნეტარი აბო კი ღმერთს მადლობას სწირავდა რამეთუ იხილა მხარე სადაც ყველა ქრისტიანი იყო. ქართლიდან ნერსეს გაქცევის შემდეგ ამირა მაჰდიმ ღვთის წყალობით ქართლის ტახტზემისი დისშვილი, სტეფანოზი გურგენის ძე მოავლინა. ეს ამბავი რომ ნერსემ გაიგო ძალიან გაუხარდა და ჩქარობდა ქართლშიი დაბრუნებას. როდესაც წასასვლელად მზად იყვნენ აფხაზეთის მეფემ დარჩენა სთხოვა აბოს რამეტუ ეშინოდა სარკინოზებს ისევვ არ დაეშორებინათ ქრისტიანობას. აბომ უარი უთხრა და სახარებიდან შემდეგი ფრაზა გაიხსენა: “სანთელს არა მაგიდის ქვეშ, არამეედ მაგიდაძე ანთებენ , რათა ირგვილ ყველაფერი გაანათოს”. ლეონ მეფემ ვერაფერი უპასუხა და გამოუშვა ქართლში.

თბილისში დაბრუნებული აბო უკვე აღარ მალავდა რომ ქრისტიანიი იყო. ეს ამბავი რომ სარკინოზებმა გაიგეს ზოგი კიცხავდა მას, ზოგი აგინებდა ზოგიც დაყვავებით ცდილობდა აბოს შეცდენას.

წყარო: toptemebi.wordpress.com


დატოვეთ კომენტარი