იტვირთება

მეტაფორები ეროვნული გამოცდებისთვის

აქილევსის ქუსლი - აქილევსი ძველ ბერძენთა უდიდესი გმირი ზღვის ქალღმერთ თეტიდას და გმირი მეფის პელევსის შვილი იყო. ჰერაკლეს შემდეგ ის საბერძნეთის უდიდესი მითიური პიროვნებაა. დედამისმა ორგვარი ცხოვრება შესთავაზა ასარჩევად: ხანგრძლივი და უსახელო ან ხანმოკლე და სახელოვანი. აქილევსმა მეორე ამჯობინა. აქილევსი მართლაც გახდა შესანიშნავი მებრძოლი, მას საინტერესო და ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. უძლეველი გმირი ბოლოს მაინც სიკვდილის მსხვერპლი გახდა, იგი ქუსლში ისრით პარისმა (ელენეს გამტაცებელმა ტროაში) დაჭრა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გავრცელდა ფრაზა- ,,აქილევსის ქუსლი“,რაც დღეს ადამიანის სუსტ ადგილს აღიშნავს.

ოიდიპოსის კომპალექსი - ოიდიპოსის კომპლექსი კლასიკური ფსიქოანალიზის ერთ–ერთი ძირითადი ცნება. ეწოდა ძველბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის – ოიდიპოსის სახელის მიხედვით, რომელმაც მამა მოკლა და დედა ცოლად შეირთო ისე, რომ ამგვარი ცოდვის ჩადენა ფიქრადაც კი არ გაუვლია. ოიდიპოსის კომპლექსი  გულისხმობს ადრეული ბავშვობის პერიოდის არაცნობიერი ლტოლვების ერთიანობას, დაკავშირებულს მშობლებისადმი ბავშვის ამბივალენტურ (გაორებულ) დამოკიდებულებასთან – მას ერთდროულად კიდეც უყვარს და კიდეც სძულს თითოეული მათგანი; მათი სიკვდილი სურს, თან თავისი (არაცნობიერი) სურვილების გამო დასჯის ეშინია.

განტევების ვაცი - იგულისხმება არსება, რომელიც ვინმეს მიერ ჩადენილი ცოდვისთვის უდანაშაულოდ ისჯება, ან სხვების ნაცვლად იტვირთავს პასუხისმგებლობას. იუდეველთა ტრადიციით, საგანგებო სამსხვერპლოზე ერის „განწმენდის“ რიტუალი იმართებოდა: მიიყვანდნენ ცოცხალ ცხვარს, ისრაელიანთა ყველა უკეთურებასა და შეცოდებას მას გადააბარებდნენ და უდაბნოში უშვებდნენ (ლევიანნი, 16, 21–22).

სიზიფეს შრომა - სიზიფე ცბიერი და პატივმოყვარე კაცი იყო. ის ღმერთებმა მძიმე დანაშაულობებისთვის დასაჯეს , ჰადესში გაგზავნეს და კლდის დიდ ლოდს შეაჭიდეს, მან უნდა ააგოროს მწვერვალზე ლოდი. აიტანს ვაივაგლახით, სულს მოითქვამს, მაგრამ ქვა დაუგორდება, ისევ აიტანს კიდევ დაუგორდება და ასე უსასრულოდ. საბოლოოდ, სიზიფეს სახე დამკვიდრდა მარადიულად და უნაყოფოდ მშრომელი,ერთგვარად ტრაგიკული ადამიანის აღსანიშნავად.

ტროას ცხენი -  ტროას ომის მეათე წელს ბერძნების მიერ ოდისევსის წინადადებით აგებული უზარმაზარი ხის ცხენი, რომელშიც ჩასხდნენ რჩეული ბერძენი ვაჟკაცები. ბერძნებმა ხის ცხენი მიაგორეს ტროის კარებთან და თითქოს ომს თავი მიანებესო, ჯარი უკან გააბრუნეს. ტროელებმა ეს ღმერთების მიერ მიძღვნილ საჩუქრად მიიღეს, დაუჯერეს ცბიერ ტყვე სინონის რჩევას და ლაოკოონის წინასწარმეტყველების მიუხედავად ცხენი დიდის გაჭირვებით ქალაქში შეაგორეს. ღამით, როდესაც ტროელებმა ღრმა ძილს მისცეს თავი, ცხენიდან მეომრები გამოვიდნენ, თავიანთ ჯარს ქალაქის გალავნის კარები გაუღეს და ტროა მიწასთან გაასწორეს. გადატანითი მნიშვნელობით დანაელთა (ბერძნებს დანაელებსაც უწოდებდნენ) საჩუქარი ნიშნავს მტრისაგან მიძღვნილ რაიმეს, რითაც იგი მოწინააღმდეგეს მახეს უგებს.

დიოგენეს ფარანი - ძვ. წ. IVსაუკუნის ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენედღისით ქუჩაში ანთებული ფარნით დადიოდა და გაიძახოდა, ადამიანს ვეძებო. მას შემდეგ დამკვირდა გამონათქვამი „დიოგენეს ფარანი“, რაც ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას, გადაგვარებულ სამყაროში სუფთა ადამიანის ძიებას ნიშნავს.

რუბიკონის გადაკვეთა - "რუბიკონის გადაკვეთა" პოპულარული იდიომაა, რომელსაც იყენებენ ზღვრის გადაჭრისას, რომლიდან უკან მობრუნება არ შეიძლება. ეს მდინარე იყო რომაული საზღვარი გალებსა და იტალიელებს შორის. იულიუს კეისარმა ძვ. წ. 49 წელს მდინარე განზრახ გადაჭრა ომის პროვოცირებისთვის. ისტორიკოსი სეტონიუსის მტკიცებით კეისარს სწორედ ამ მოქმედებისას უთქვამს "წილი ნაყარია". მდინარემ კალაპოტი მას შემდეგ მრავალჯერ შეიცვალა და ამიტომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად გადიოდა ის საზღვარი, რომელიც იულიუს კეისარმა გადაკვეთა.

ბართლომეს ღამე - საფრანგეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და სამარცხვინო ფურცელი - "ბართლომეს ღამე", იმ რელიგიური დაპირისპირების შედეგი იყო, რომელმაც თავი იჩინა XVI საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში. ეს იყო კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში, 1572 წლის 24 აგვისტოს. დღეს ეს ტერმინი გამოიყენება როგორც მოწინააღმდეგის მიმართ გამიზნულად და მასობრივად განხორციელებული თავდასხმა, რომელიც მოიცავს უსამართლო მეთოდებს.

კანოსაში წასვლა - XIსაუკუნეში გერმანიას მართავდა ჰენრი IV. მთელი თავისი მმართველობის პერიოდში იმპერატოს ბრძოლები ჰქონდა კათოლიკურ ეკლესიასთან, მისი მთავარი მიზანი იყო რომის პაპის ჩამოგდება. მას დიდი ძალაუფლება ჰქონდა, რომელიც რომის პაპის ძალაუფლებასაც კი უტოლდებოდა და ხშირად ცუდად იყენებდა. საბოლოოდ რომში გამართულ სინოდზე ჰენრი IV განკვეთეს ეკლესიიდან და ჩამოართვეს უფლებები. შედეგად იმპერატორი სულიერად დაეცა, გაემგზავრა კანოსაში და მუხლებზე დაჩოქილი სთხოვდა რომის პაპს პატიებას. გამონათქვამი ეხება ადამიანს, რომელმაც დამარცხების შემდეგ დაკარგა მთელი ღირსება

თეთრი ყვავი –  პირველად გამონთქვამი რომაელმა პოეტმა იუვენალისმა გამოიყენა თავის სატირაში: “ბედი უღიმის მონებსაც, აძლევს რა თავისუფლებას; დატვევებულებს ხანდახან ტრიუმფატორად აქცევს. თეთრ ყვავებსაც ხომ ვერსად ნახავთ სვებედნიერთ მსგავსად“.


დატოვეთ კომენტარი