იტვირთება

ნულოვანი არტიკლი - The zero article

ინგლისური - არტიკლი - The Article

ნახვები:

1770

სხვა თემები

ნულოვანი არტიკლი ნიშნავს არტიკლის არ ქონას (ანუ არსებით სახელს არტიკლის გარეშე)

არტიკლი არ იხმარება:

  • საკუთარი სახელების წინ: Georgia, London, Peter
  • აბსტრაქტულ არსებით სახელებთან: Freedom, happiness
  • ნივთიერების აღმნიშვნელ არსებით სახელებთან (განსაზღვრული მნიშვნელობით): I don’t like milk (საერთოდ არ მიყვარს)
  • თვლადი არსებითი სახელების წინ მრავლობით რიცხვში, როდესაც ისინი ზოგადი მნიშვნელობით იხმარებიან: I like books
  • წოდებების, ჩინებისა და თანამდებობების წინ: Manager of factory, Mr. Brown, Dr. Robinson
  • კვირის დღეების, თვეების და დღესასწაულების წინ: Sunday, Monday, January, May, Christmas, New Year, Easter
  • შემდეგი სიტყვების წინ: Breakfast, lunch, dinner, supper: I have breakfast in the morning. Lets have lunch
  • ცალკეული ტბების წინ: Lake Baikal, Ritsa
  • მთების წინ: Mount Everest, Mount Vesuvius
  • კონტინენტებთან:  Europe, Asia, Africa, America, Australia (მაგრამ – The Antarctic)
  • შტატების წინ: Florida, California
  • პლანეტებისა და თანავარსკვლავედების წინ: Mercury, Venus, Earth, Mars, Jupiter, Neptune
  • სპორტის სახეობებთან: tennis, football, baseball
  • სასწავლო დისციპლინებთან: mathematics, physics, history
  • მსოფლიო ომებთან: World War One, World War Two
  • რაოდენობრივ რიცხვით სახელებთან, რომლებიც დგანან არსებითი სახელის შემდეგ: Room five, Chapter three, Page ten
  • თუ სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი, იწყება საკუთარი სახელით: Oxford University, Florida University  [შენიშვნა: თუ საკუთარი სახელით არ იწყება წინადადება, მაშინ არტიკლი the იხმარება: The University of Florida]
  • ნულოვანი არტიკლი იხმარება გამოთქმებში:  to go to school, hospital, prison, church, market, college, town, bed (go home)

დატოვეთ კომენტარი