იტვირთება

ვექტორული და სკალარული სიდიდეები

ფიზიკა - კინემატიკა

ნახვები:

3783

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

სამყაროში ნებისმიერი რამის აღწერისათვის საჭიროა შეიქმნას ამ სხეულის მახასიათებელი პარამეტრები, რათა მასზე რაც შეიძლება სრულყოფილი შტაბეჭდილება შეგვექმნას. მაგალითად, თუკი ვლაპარაკობთ ბურთზე, შეიძლება მისი მახასიათებელი პარამეტრი იყოს მისი რადიუსი, მასა, სიჩქარე და ა.შ. თუმცა, რითი განვსაზღვროთ სხეულის ეს მახასიათებლები? უბრალო რიცხვითი მნიშვნელობა არაფერს გვეუბნება. თუკი გვეტყვიან, რომ ბურთის მასა 5-ის ტოლია, მაშინვე გაგვიჩნდება კითხვა: რას აღნიშნავს 5? შეიძლება 5 გრამი ვიგულისხმეთ, ან შეიძლება საერთოდ 5 ტონა. შესაბამისად ჩნდება განზომილების აუცილებლობა. თუკი ვიტყვით, რომ სხეული 5 კილოგრამი მასისაა, ან რომ სხეული 5 წამის განმავლობაში მოძრაობდა, გაურკვევლობა აღარ გაჩნდება. თუმცა, თუკი ვიტყვით, რომ ჩვენი ბურთი 5 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს, გაჩნდება კითხვა: საით? შეიძლება ბურთი ჩემკენ მოგორავდეს, შეიძლება ჩემგან, ან სულაც, ჩემს გარშემო ბრუნავდეს. სწორედ ამიტომ ამ განზომილებას მიმართულება სჭირდება. სიდიდეს, რომლის განსაზღვრისას რიცხვითი მნიშვნელობის გარდა მიმართულების მინიჭებაც გვჭირდება, ვექტორული სიდიდე ეწოდება.

სკალარული სიდიდისაგან განსხვავებით ვექტორული სიდიდე ფარდობითია. თუკი ვამბობ, რომ ბურთის წონა ჩემთვის 5 კილოგრამია, მთვარეზე მყოფი ადამიანისთვისაც ამ ბურთის წონა 5 კილოგრამი იქნება. ან თუ ვამბობ, რომ სხეული 1 კულონი მუხტითაა დამუხტული, სამყაროს ნებისმიერ წერტილში მყოფი ადამიანისთვის ეს სხეული 1 კულონი მუხტითაა დამუხტული. მაშინ რა ხდება ვექტორულ სიდიდეებთან? თუკი მე ვდგავარ დედამიწაზე და ვიძახი, რომ ბურთი 5 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს, აუცილებელი ხდება დავაკონკრეტო, რის მიმართ. ბურთი შეიძლება ჩემ მიმართ 5 მ/წმ სიჩქარით მოძრაობდეს, თუმცა ავტობუსში მჯდარ ბავშვს იგივე ბურთი 20 მ/წმ სიჩქარით შორდებოდეს.ამისათვის საჭიროა მივუთითოთ, თუ რა სისტემაში ვიხილავთ ამა თუ იმ სხეულს. 

თუკი სხეული დედამიწის მიმართ უძრავია, მზის სისტემაში ის 30 კმ/წმ სიჩქარით ბრუნავს დედამიწასთან ერთად.
სკალარული სიდიდეებია: მასა,მუხტი, ძაბვა, წინაღობა, სიგრძე, გავლილი მანძილი, სიმკვრივე, სიგანე, სიმაღლე, დრო, ენერგია, მუშაობა და ა.შ. ვექტორული სიდიდეებია: სიჩქარე, ძალა, იმპულსი, გადაადგილება, აჩქარება და ა.შ.

წყარო: geolabscience.wordpress.com


დატოვეთ კომენტარი