იტვირთება

ვახტანგ გორგასალი V საუკუნის შუა ხანებში გამეფდა. მისი მოღვაწეობის შესახებ იმფორმაციას გვაწვდის „ქართლის ცხოვრების’’ ერთ - ერთი ისტორიული თხზულება - ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა’’. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგის გამეფების დროისათვის ქართლში სპარსელები ბატონობდნენ და თავიანთ რელიგიას ცეცხლთაყვანმცემლობას, იგივე მაზდეანობას, ზოროასტრიზმს ავრცელებდნენ. მათი მოგვთა უფროსი ბინქარანი ცეცხლთაყვანისმცემლურ ტაძრებს აგებდა.

როდესაც 10 წლის იყო ვახტანგი, ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსებმა ილაშქრეს ქართლში. იმავე დროს ბიზანტიელებმა ეგრისი დაიპყრეს თავის დედაქალაქით -ციხეგოჯით . ცოტა რომ წამოიზარდა, ვახტანგი იძულებული იყო ქართლის ჯარით ირანში წასულიყო მათ მხარეზე საომრად. უკან მობრუნებულმა ვახტანგმა მოიწვია სამეფო საბჭო - დარბაზი. დარბაზს ესწრებოდნენ ჯუანშერ სპასპეტი , ორი ეპისკოპოსი და ერისთავები. ვახტანგმა სამეფო კარს ამცნო თავის გადაწყვეტილება ოსებზე ლაშქრობის შესახებ. დარბაზმა ეს ლაშქრობა გადაწყვიტა. ვახტანგმა მოციქული გაუგზავნა დედის ძმას, რანის (ჰერეთის) ერისთავს ვარაზ ბაკურს და დახმარება სთხოვა. ის დათანხმდა, რადგან თავადაც შეწუხებული იყო ოსების ლაშქრობებით. გაერთიანებულმა ლაშქარმა დარიალის კარით ილაშქრა ოსეთში და გაიმარჯვა. დარიალის კარზე ვახტანგმა გოდოლი ააშენა და იქ მთიულები მცველებად დააყენა. ისინი ქართლს ჩრდილო კავკასიელებისგან იცავდნენ. ამის შემდეგ მან დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. ქართლში დაბრუნებულმა ვახტანგმა ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ასული ბალენდუხტი . შემდეგ ირანელებთან ერთად ბიზანტიელებთა წინააღმდეგ ილაშქრა, რის შედეგად ბიზანტიის იმპერატორმა მას დაუბრუნა ქართლის სასაზღვრო მიწები, თუხარისის ციხე, კლარჯეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთის ნაწილი. ირანელებისგან შეწუხებულმა ვახტანგმა ვახტანგმა ბიზანტიას მოკავშირეობა შესტავაზა. მან ქართული ეკლესიის რეორგანიზაცია და კათალიკოსობის დაწესება გადაწყვიტა. მანამდე ქართლში უმაღლესი სასულიერო პირი მთავარეპისკოპოსი მიქაელი იყო, რომელიც იერარქიულად კათალიკოსზე დაბლა იდგა. ვახტანგმა მოციქულები გაგზავნა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და ითხოვა კათალიკოსად პეტრე და ეპისკოპოსად სამოელი. ეს პირები წარგზავნეს ანტიოქიის პატრიარქთან. ანტიოქიის პატრიარქმა აკურთხა პეტრე კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი. მცხეთაში ვახტანგმა ააგო მოციქულთა ეკლესია სვეტიცხოველი (აქ ადრე მირიანის მიერ აშენებული პატარა ეკლესია იყო) და პეტრე იქ დაჯდა კათალიკოსად, ხოლო სამოელი - ეპისკოპოსად. დანარჩენი საეპისკოპოსოები იყო: ახიზის (კლარჯეთში) , ერუშეთის (არტაანში) , წუნდის (ჯავახეთში) , მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის , ნინოწმინდის, უჯარმის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის და აგარაკის ( ხუნანში ). შემდეგ ნიქოზშიც ააგო ეკლესია, სადაც დაკრძალული იყო სპარსელთაგან წამებული წმინდა რაჟდენი და იქაც ეპისკოპოსი დასვა. მალე ვახტანგმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. პირველ რიგში 482 წელს, მან მოკლა ირანელთა მოკავშირე, ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი. მარტო ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლა საშიში იყო. ამიტომ ვახტანგი დაუკავშირდა სომხეთის წარჩინებულებს. ვახტანგი მათ დაპირდა, რომ ჩრდილო კავკასიელ ჰუნებს დაიქირავებდა და მათი დახმარებით სპარსელებს დაამარცხებდნენ. სამწუხაროდ , ჩრდილო კავკასიიდან ქართველებს და სომხებს მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმი შეუერთდა. ამ დროს არც ბიზანტიას ეცალა მათ დასახმარებლად. 484 წელს სამხრეთ კავკასიაში ირანელთა დიდი ლაშქარი მოვიდა 9 ჰაზარავუხტის სარდლობით. მას ნაბრძანები ჰქონდა ვახტანგის ან შეპყრობა, ან მოკვლა, ან კიდევ ქვეყნიდან გაძევება. ჰაზარავუხტმა შეკრიბა ქართველი დიდებულები და დიდი წყალობა აღუთქვა, თუ მას მიემხრობოდნენ. ვახტანგი იძულებული გახდა ეგრისში გახიზნულიყო. თუმცა ამ დროს ირანის შაჰი პეროზი შუა აზიაში, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა და ირანელთა სარდალი სასწრაფოდ უკან გაბრუნდა. ამის შემდეგ ირანელები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ დიდ დათმობებზე წავიდნენ: ქრისტიანობის დევნა შეწყვიტეს, სომეხთა მხრიდან აჯანყების მეთაური ვაჰან მამიკონიანი სომხეთის მარზპანად (მმართველად) დანიშნეს, ალბანეთში გაუქმებული მეფობა აღადგინეს, ალბანეთის მეფემ ადრე უარყოფილი ქრისტიანობა დაიბრუნა. რაში გამოიხატა ქართლის მიმართ დათმობა, ჩვენთვის უცნობია. ამის შემდეგ ვახტანგი კვლავ აგრძელებდა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას . ქართლში ირანელთა ახალი ლაშქარი მოვიდა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა კახეთში, მდინარე იორის პირას. ამ ბრძოლაში ვახტანგი მოწამლული ისრით ერთმა სპარსელმა დაჭრა. სწორედ ამ ჭრილობისგან გარდაიცვალა 502 წელს. ის დაკრძალეს სვეტიცხოველში.

ვახტანგის სახელს უკავშირდება ქ. თბილისის დაარსება. მისი ანდერძის თანახმად აქ დედაქალაქი მისმა ვაჟმა დაჩიმ გადმოიტანა.


დატოვეთ კომენტარი