იტვირთება

“უყვარდა თუ არა ვარსქენს შუშანიკი?” ეს ისეთი კითხვაა, მასზე მსჯელობა სერიოზულ დაფიქრებასა და დიდი ძალისხმევას მოითხოვს.


არსებობენ ადამიანები, რომლების ფიქრობენ, რომ არ უყვარდა, მაგრამ ზოგის აზრით უყვარდა კიდეც. ვინც ამ ნაწარმოებს პირველად წაიკითხავს, აუცილებლად იტყვის ან გაიფიქრებს თუ რაოდენ სძულს ვარსქენს შუშანიკი. ამის მაგალითები და ფაქტები ნაწარმოებში უამრავია, მაგალითად ავიღოთ ის, თუ როგორ გამეტებიტ და სასტიკად გაუსწორდა პურობის დროს ვარსქენი შუშანიკს, “მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ, და იღიღო სატამი და უხეთქნა მას თვალსა და ჩაჰფლა და ტვალი ერტი დაუბუშტა და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მხეცი მძვინვარედ ყიოდა და იძახდა ვითარცა ცოფი”.


ავიღოთ ასევე ის ფაქტი, როდესაც ჰუნების ბრძოლიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა სასახლიდან წასული ცოლი “თრევა-თრევით” მიიყვანა სასახლეში. “და ეგრეთ წმინდაი შუშანიკ თრევით მოითრია თიხათა შიგან, და ეკალთა ზედა, ეკლესიით ვიდრე ტაძრამდის ვითარცა მკუდარი ისე მიათრია… “ ასევე როდესაც დასახიჩრებული და მონამკვდავი შუშანიკი სასიკვდილოდ გაიმეტა. “მაშინ უბრძანა დიდებაი ჭაჭვისაი ქედსა მისსა, და უბრძანა რაითა წაიყვანოს შუშანიკი ციხედ და საპყრობილესა ბნელსა შეაყენოს იგი და მოკუდეს”

როგორც ვხევავთ მართლაც დიდი სისასტიკის უამრავი მაგალითი არსებობს, მაგრამ არსებობს ასევე ეპიზოდები, რომლებზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ამ ეპიზოდებით დიდი კითხვის ნიშანი დაესვა ჩემი თხზულების სათაურს.


ვარსქენი მაინც ცდილობს, რომ შუშანიკთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს. როგორც ტექსტიდან ვიგებთ, ვარსქენმა რამდენჯერმე მიმართა შუშანიკს შემორიგების (თუნდაც ფორმალურად) ცდას. გადაწყვიტა მოეწყო საოჯახო პურობა და მოიწვია შუშანიკი. „დღეს მე და ჯოჯიკ და ცოლმან მისმან ერთად პური ვჭამოთ, და მოუწოდა ცოლსა ჯოჯიკისა რაითამცა მოიყვანეს წმინდაი შუშანიკიცა“.

ვარსქენმა მოიკითხა შუშანიკი იმ დიდი წამების შემდეგ, რაც მას პურობის ჟამს გადახდა. „ და ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და რქუა მსახურისა მიმართ მისისა, ვითარმედ :

– წყლულებლისა მისგან ვითარ არს?

ხოლო მან ჰრქუა მას :

– ვერ განსარინებელ არს იგი.

მაშინ თვით შევიდა და იხილა იგი და დაუკვირდა დიდძალი იგი სიმსივნენი მისი, და ამცნო მსახურსა და მას ჰრქუა :

– ნუმცა ვინ შევალის ხილვად მისსა!

და თვით ნადირობად წარვიდა“.


ვარსქენს თავისი ნამოქმედარისიც კი გაუკვირდა, როდესაც ნახა თუ რაოდენ სასტიკად იყო ნაწამები წმინდაი შუშანიკი. საფიქრალია, რომ ის აფექტურ მდგომარეობაში იყო, როდესაც შუშანიკზე ხელი აიღო.. იმის აღნიშვნა კი, რომ „ვითარცა ცისკარ ოდენ იყო“ ანუ გამთენიისთანავე იკითხა შუშანიკის მდგომარეობის ამბავი, უფლებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ რომ მას იქნებ სულაც არ ეძინა მთელი ღამე მასზე ფიქრში და სინანულში, და ღელავდა მის მდგომარეობაზე. ხოლო როცა არ დასჯერდა მსახურის ნათქვამს და საკუთარი თვალით იხილა შუშანიკი, შეკრთა მისი „დიდძალი სიმსივნენის“ გამო. ხოლო ბრძანება, რომ არავინ არ შეეშვათ მის სანახავად გვაფიქრებინებს, რომ მას არ უნდოდა მისი ულამაზესი დედოფალი ეგეთ მდგომარეობაში ენახა ვინმეს.


რაც შეეხება სანადიროდ წასვლას, შეყვარებული ადამიანებისთვის „ველად გაჭრა“ დამახასიათებელი თვისებაა.

ვფიქრობ, ამ ფაქტებით შეიძლება ვარსქენის პიროვნებაში ცოტაოდენ დადებითი თვისებების აღმოჩენა და არც უმნიშვნელო საკითხია, დასაფიქრებლად ღირს.


taxuna.wordpress.com


დატოვეთ კომენტარი