იტვირთება

განუსაზღვრელი არტიკლი - The indefinite

ინგლისური - არტიკლი - The Article

ნახვები:

3674

სხვა თემები

განუსაზღვრელ არტიკლს აქვს 2 ფორმა: a და an

  • a – იხმარება თანხმოვნებით დაწყებული არსებითი სახელების წინ: a pen
  • an – იხმარება ხმოვნებით დაწყებული არსებითი სახელების წინ: an apple

განუსაზღვრელი არტიკლი წარმოიშვა რიცხვითი სახელისგან one და ამიტომ იხმარება მხოლოდ მხოლობით რიცხვში. მას მრავლობითი რიცხვი არ გააჩნია.

განუსაზღვრელი არტიკლი იხმარება:

  • როდესაც საგანზე ვლაპარაკობთ პირველად: I have an interesting book
  • როდესაც აღვწერთ რაიმეს: I have a nice flat
  • პროფესიასთან:  He is a doctor
  • ჩამოთვლისას მხოლობით რიცხვში: I have a father, a mother and a sister
  • საგნებთან, რომლებმაც ამა თუ იმ კლასს მიეკუთვნებიან: I have a dog and a cat
  • როდესაც ზოგადად აღვწერთ ცხოველებს: A lion is a strong animal and a mouse is weak.
  • ძახილის წინადადებაში თვლად არსებით სახელებთან მხოლობით რიცხვში: What a nice day!
  • შემდეგ გამონათქვამებში: ერთი მილიონი – a million; ერთი დუჟინი – a dozen; ერთ დღეში – in a day;  კვირაში ერთხელ – once a week.
  • ფრაზეოლოგიურ შემასმენელში: to have a walk, to have (take) a bath.

დატოვეთ კომენტარი