იტვირთება

განსაზღვრული არტიკლი - The Definite

ინგლისური - არტიკლი - The Article

ნახვები:

1695

სხვა თემები

განსაზღვრული არტიკლია: The. იგი წარმოიშვა ჩვენებითი ნაცვალსახელისგან This/That და იხმარება როგორც მხოლობით, ასევე მრავლობით რიცხვში: The book – the books.

განსაზღვრული არტიკლი იხმარება, როდესაც საგანზე ვლაპარაკობთ მეორედ, ე.ი უკვე ვახსენეთ იგი და ეს საგანი ჩვენთვის ნაცნობი და განსაზღვრულია: I have a book, the book is interesting.

განსაზღვრული არტიკლი იხმარება:

  • მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების სახელების წინ: The Thames, the Black Sea, the Atlantic Ocean.
  • არხებისა და სრუტეების წინ:  The English Channel, the Bering Strait
  • ოთხი მხარის წინ: The North, the West, the East, the South
  • მთის ქედების წინ: The Alps, the Caucasus, the Urals
  • კუნძულების ჯგუფების წინ: The Philippines, the Bahamas
  • ზოგიერთი გეოგრაფიული სახელის წინ, რომელიც ერთზე მეტ ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს: The United States, the UK, the USSR
  • ეთნიკური ჯგუფების წინ: The Indians, the Aztecs
  • რაც ერთადერთია: The Sun, the Moon, the Earth, the sky, the world
  • ოჯახის დასახელებების წინ: The Browns
  • ზოგიერთ გამოთქმაში: in the morning, in the afternoon, in the evening, მაგრამ at night.
  • გემებისა და თვითმფრინავების წინ: The Titanic, the Boeing
  • ომების წინ (გარდა მსოფლიო ომებისა): The Korean War, მაგრამ World War I
  • გაზეთების, სასტუმროების, რესტორნების, თეატრების, კინოების, კლუბების, მუზეუმების, სურათების გალერეების და ბიბლიოთეკების წინ: The Times, the Radisson, the Rustaveli Theatre, the British Museum
  • ისტორიული დოკუმენტების წინ: The Declaration of Independence
  • გასუფსტანტივებული ზედსართავი სახელების წინ: The rich and the poor

დატოვეთ კომენტარი