იტვირთება

გრიგოლ ორბელიანი პატრიოტულ ლექსში “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში” აღწერს საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მას ქვეყნის წარსულის მაგალითად თამარის მეფობა მოაქვს. წარსულს ადიდებს და დღევანდელ დღეზე წუხს... სურს, რომ საქართველო ისეთივე ძლიერი და გაბრწყინებული იყოს, როიგორიც თამარის დროს იყო. თამარის სახე პოეტს საქართველოს წარსულს აგონებს. იგი ოცნებობს და გადადის თამარის ეპოქაში, ყვავილოვან წალკოტში. 

მისი აზრით, თავისი დროის საქართველო დაცემულია, დამცირებული. რუსეთის მონობაში მყოფი ქვეყნის გამო, ორბელიანს არ უნდა გამოფხიზლება, რადგან მას რცხვენია სულით დაცემული ქვეყნის.

არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!.. 

პოეტს სურდა რომ სამშობლო აღდგენილი,გაძლიერებული,ზნე ამაღლებული, განათლებული ენახა, სურდა რომ რუსთაველის ნაირი ადამიანების ხმა კვლავ ესმინა ქართველების ყურებს...

მარამ ცად თვალი გაქვს მიქცეულნი
და მე ვერარ მცნობ გულ შემუსვრილსა

ვეღარ მცნობ" პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გავიგოთ. თამარისთვის სულით დაცემული ქართველი უცნობია,რადგან თამარის ეპოქა სულიერადაც და ფიზიკურადაც ძლიერი იყო,გრიგოლ ორბელიანს კი ბოლო იმედიც დაეკარგა რომ სამშობლოს განახლებულს ნახავდა.


დატოვეთ კომენტარი