იტვირთება

გრიგოლ ორბელიანის ლექსი თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკესიაში პატრიოტული ხასიათისაა და ასახავს ავტორის მამულის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. საქართველოს წარსულის ყველაზე ღირსეულ წარმომადგენლად ორბელიანი სწორად თამარ მეფის ზეობის პერიოდს მიიჩნევს. ორბელიანი თამარის საქართველოს ყვავილოვან წალკოტას უწოდებს.

და, ვით განვლილსა
სიზმარსა ტკბილსა,
მზეს დიდებულად ჩასვენებულსა, 

პოეტი მას ასევე ადარებს მზეს, თუმცა ისევე როგორც ყველაფერს მასაც აქვს დასასრული. ეს მზეც ჩაესვენა. გრიგოლ ორბელიანის პერიოდის საქართველო გამოუვალ მდგომარეობაში იყო. მე-19 საუკუნეში რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა გახდა ამ ლექსის შექმნის მიზეზი.

არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!.. 

ამ ყველაფერს ორბელიანი ხალხის სულიერ მდგომარეობას, მათ დაცემას უკავშირებს და რცხვენია კიდეც მისი. თავის თანამედროვე ქართველეს ის ცის შემრისხავთ უწოდებს და მდგომარეობის გამოსწორებას მომავალში ხედავს.

გრიგოლ ორბელიანის მიერ დახატული მომავალი საქართველოს პირველ რიგში უნდა იდგეს ერად სხვა ერთა შორის, ანუ უნდა იყოს დამოუკიდებელი და არა რუსეთის შემადგენლობაში. ამისკენ მიმავალ გზაზე ის აუცილებლად მიიჩვენვს ქართველი ერის სულიერად გაჯანსაღებას, რითაც ის დაუახლოვდება თამარის ეპოქის საქართველოს. სწორად ამას გულისხმობს პოეტი, როდესაც რუსთველის სიტყვის კიდევ ერთხელ მოსმენას ნატრობს. პოექტი თავისთვის იდეალური სამშობლოს მომავალს საუკეთესო ახასიათებს შემდეგი სიტყვებით

წმიდით საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული! 

ასე რომ, პოეტი საქართველოს აღორძინებას წარსულის განმეორებაში, რენესანში ხედავს.


დატოვეთ კომენტარი