იტვირთება

სულხან-საბა ორბელიანის როლი

ქართული - სულხან-საბა ორბელიანი

ნახვები:

5442

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

სულხან-საბა ორბელიანი იყო ქართველი მწერალი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე. მას ვახტანგ VI-ის დროს მოუწია მოღვაწეობა. ამ დროს ის მოგზაურობდა ევროპაში სამშობლოსთვის. ის იყო აუდიენციაზე ლუი  XIV-სთან და ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მონარქებთან საქართველოსთვის მოკავშირეთა შეძენის მიზნით.

სულხან-საბა ორბელიანს ქართული ლიტერატურის განვითარებაში დიდი როლი უჭირავს. ის არის იგავ-არაკებით წერის ტრადიციის ფუძემდებელი საქართველოში. მან დაწერა იგავების კრებული "სიბრძნე სიცრუისა". მისი იგავები და საერთოდ ასეთი ჟანრის ნაწერები გამოირჩევა თავისი დიდაქტიკური ხასიათით.  ეს ლაკონური იგავები არ ატარებენ მკითხველისთვის ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების დანიშნულებას, თუმცა მათში უფრო მეტი აზრია ჩაქსოვილი, ვიდრე  ჩვეულებრივ მოთხრობებში.  

სულხან-საბას იგავები შედგება ორი ნაწილისგან: პირველი არის ამბავი, რომელშიც გადმოცემულია ადამიანის ან გასულიერებული ცხოველის ჭკუისსასწავლებელი თავგადასავალი; და მეორე, შეგონება, რომელიც ზოგჯერ არ გვხვდება იგავში და, რომელსაც ხშირად ანდაზასაც ამსგავსებენ. მაგალითად იგავს "ნალბანდი და მგელი" შემდეგნაირი შეგონება აქვს:

  "მამაჩემი ხარაზი იყო, მე ნალბანდობას რა მრჯიდაო?"

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სულხან–საბა მოღვაწეობდა თავისი აღზრდილის ვახტანგ VI-ის ზეობის დროს. ის ხშირად აკრიტიკებდა მას და ამავდროულად ცდილობდა მის დარიგებას, რჩევების მიცემას. შესაძლოა სიბრძნე–სიცრუისა, კერძოდ კი მისი პერსონაჟი ფინეზის შექმნის მიზეზიც სწორედ იყო, ვახტანისთვის მეფის ეტალონის დახატვა. 

საბა ორბელიანი შეიძლება შევადაროთ მისივე პერსონაჟს, მოტირალს იგავიდან „მოცინარი და მოტირალი“. ამ პერსონაჟის მეშვეობით თქვენს წინ ნათლად გადაიშლება, როგორც საბას დამოკიდებულება მეფისადმი, ასევე მისი მოქმედებები პოლიტიკურ ასპარეზზე. აბა იგავში დახატული კაცობრიობის ნაცვლად წარმოიდგინე მეფე, რომელიც გულგრილად უყურებს თავის ერთგულ ბრძენს, მეორე მხარეს კი ეს მოტირალი ბრძენი, რომელიც არ წყვეტს მასზე ფიქრსა და დახმარების მცდელობას. 


დატოვეთ კომენტარი