იტვირთება

შუშანიკის განდგომის შემდეგ ვარქსენმა მას თავისი ძმა – ჯოჯიკი, მისი ცოლი და სასახლის ეპისკოპოსი მიუვლინა. დაუბარა : უთხარით, რომ ან შენი ნებით მოდი ან თრევით მოგიყვანო.


როცა წარსდგნენ დედოფლის წინაშე, მას ბევრ დამარწმუნებელ სიტყვას ეუბნებოდნენ, შუშანიკმა კი უპასუხა:


-ბრძენნო კაცნო, ოღონდ ნუ დაიჯერებთ, რომ მე კიდევ მისი ცოლი ვიქნები. შენ, ჯოჯიკ, აღარ ხარ ჩემი მაზლი და არც მე შენი ძმის ცოლი, არც შენი ცოლი არ არის ჩემი და, რადგან თქვენ ვარქსენის საქმეებს ეზიარეთ.


ჯოჯიკმა უპასუხა:


-თუ არ წამოგვყვები, მსახურებს მოგივლენს და თრევით მიგიყვანს სასახლეში.


შუშანიკი მაინც უარზე იდგა. ეს რომ გაიგო ჯოჯიკმა, აცრემლებული გავიდა ოთახიდან. ხოლო წმინდა შუშანიკმა ეპისკოპოს მოახსენა, რომ სარწმუნოებას არავითარ შემთხვევაში არ უღალატებდა. ხოლო ჯოჯიკი ევედრებოდა და სთხოვდა რომ არ მიეტოვებინა სადედოფლო სახლი. ბოლოს ნეტარმა შუშანიკმა გადაწყვიტა რომ წასულიყო, რათა მის გამო ჯოჯიკი და მისი ცოლიც არ დაესაჯათ. აიღო სახარება და წავიდა სადედოფლო სასახლეში. როცა სასახლეში მივიდა, სადედოფლო ტახტზე არ დაჯდ, არამედ პატარ ოთახში შევიდა, აღაპრო ხელები და თქვა:


-უფალო ღმერთო, არც მღვდელთაგან აღმოჩნდა ვინმე გულშემატკივარი, არც ვინმე სხვა ამ ხალხში. ყველამ სასიკვდილოდ მიმცა ვარქსენს.


ორი დღის შემდეგ ვარქსენი მივიდა სასახლეში და მსახურებს უთხრა :

-დღეს მე, ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა პური უნდა ვჭამოთ, და ნურავის ნუ მისცემთ შემოსვლის უფლებას.


როცა მოსაღამოვდა, უხმეს ჯოჯიკის ცოლს და ინებეს პურის ჭამა როცა შუშანიკიც მოვიდა. მას ჭამას აიძულებდნენ, რადგან დღეების განმავლობაში არაფერი ეჭამა, მაგრამ პირთან არაფერი მიიკარა. ჯოჯიკის ცოლმა ჭიქით ღვინო მიართვა და აიძულებდა დაელია. წმინდა შუშანიკმა რისხვით უთხრა.

-როდის იყო აქამდე, რომ ქალებს და კაცებს ერტად ეჭამათ პური?!


ხელი გაიქნია, ჯოჯიკის ცოლს სახეში ჭიქა შეალეწა და ღვინო გადაისხა. მაშინ ვარქსენმა დაიწყო უჯერო გინება და ფეხს ურტყავდა შუშანიკს. აიღო ასტამი* და თავში ჩაარტყა, თვალი დაუსია, პირში მჯიღს სცემდა და თმებით ათრია. როგორც მძვინვარე მხეცი, ისე ყვიროდა და ცოფებს ყრიდა. ჯოჯიკმა მისი შეჩერება სცამდა, მაგრამ ვარქსენმა ისიც სცემა და კუბასტი მოაცალი. შუშანიკი მკვდარივით ეგდო ძირს, პიტიახში კი მთელ მის თვისტომს აგინებდა. ბრძანა მისთვის ბორკილები დაედოთ და საკანში ჩასვა.


როცა ოდნაც დაცხრა, მივიდა სპარსი კაცი მასთან და შუშანიკის შეწყალებას ევედრებოდა.  ვარქსენმა ბრძანა, შუშანიკისთვის ბორკილები მოეხსნათ და ოთახში გადაეყვანათ, რომელსაც ერთი მსახური დაიცავდა. არც მამაკაცს და არც ქალს მასთან შესვლის უფლება არ ჰქონდა. გამთენიისას მივიდა და მსახურს შუშანიკის ამბავი ჰკითხა, მან კი მოახსენა რომ შუშანიკი ვერ გადარჩებოდა.


მაშინ თვითონ შევიდა მის სანახავად და დიდად გაუკვირდა, როდესაც ამდენი წყლულები და სიმსივნე დაინახა. მსახურს უბრძანა, რომ მის სანახავად არავინ შეეშვა, ხოლო თვითონ სანადიროდ წავიდა.


წყარო: toptemebi.wordpress.com


დატოვეთ კომენტარი