იტვირთება

წმინდა შუშანიკი, ციხის ერთ მცირე და ბნელ ოთახში დაამწყვიდეს.  ჯაჭვი რომელიც ზედ ეკეთა არ მოხსნეს და ასე დატოვა იგი ურჯულო ვარქსენმა.

წმინდა შუშანიკმა თქვა:

-მე მოხარული ვარ,ამ ქვეყანაში ვიტანჯები მაგრამ იმ ქვეყანასი დავისვენებ.

პიტიახშმა კი უპასუხა:

_ჰო,ჰო დაისვენე.

შემდეგ დაუყენა მცველები და უბრძანა რომ შუშანიკი შიმშილით მოეკლათ. იგი მესამე კვირას მოიკითხა და ერთ-ერთმა მცველმა უპასუხა რომ უკვე მომაკვდავს ჰქავდა და თუ რამეს არ აჭმევდნენ დაიღუპებოდა.

პატიახშს გულზეც არმოხვედრია ეს სიტყვები. -ნუღელავ, დაე მოკვდეს- განაცხადა მან.

იაკობი ციხეში მივიდა დამცველებს ევედრებოდა რომ შუშანიკთან შეეშვათ, მაგრამ მცველები უარზე იყვნენ ისინი მხოლოოდ მაშინ დასთანხმდნენ როდესაც განძი მიიღეს და შუაღამისას მარტო შეუშვეს. ხუცესმა შუშანიკის დანახვისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა.


პიტიახში ჩორში წარემართა, მისმა ძმამ კი ვერ მიუსწრო. ჯოჯიკი მას ჰერეთში დაეწია და ფრიად ევედრებოდა, რომ შუშანიკისთვის ბორკილები მოეხსნათ. შუშანიკს ჯაჭვები მოაცილეს, ბორკილების მოხნა კი თვითონ არ ინება.


ექვსი წელი შუშანიკი სულიერი ცხოვრების წესით ცხოვრობდა : მარხულობდა, მარად ეღვიძა და ფეხზე იდგა. თავისი სულიერებით ქვეყანა გააბრწყინა.


მთელ ქართლში გაითქვა სახელი თავისი საქმეებით. ღმერთის წყალობით შუშანიკი უშვილოებს შვილს აძლევდა, სნეულებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა. დედოფალმა აბრეშუმის საქმის მაგივრად, ხელში დავითის ფსალმუნები აიღო და დაისწავლა ასორმოცდაათივე.


ერთხელ შუშანიკს მიუტანეს ამბავი, რომ მისმა შვილებმა სარწმუნოება შეიცვალეს. იგი ძირს დაემხო და ღმერთს უებნებოდა :

-გმადლობ, უფალო, ღმერთო ჩემო, ისინი არა ჩემი, არამედ შენი მოცემულნი იყვნენ, ნება შენია.


იაკობი, როცა მის სანახავად მივიდა, იხილა დამშრალი და ტირილით დაბუშებული ეპისკოპოსების ძღვენი აიძულა ცოტაოდენი ეჭამა შუშანიკს. ამ ამბის შემდეგ შვილებმა ვეღარ გაბედეს შუშანიკთან მისვლა.


პიტიახშმა მოციქულები მოავლინა და შემოუთვალა: თუ სასახლეში არ დაბრუნდები, ჩორდში გაგზავნიო. შუშანიკმა კი ასე უპასუხა:

-უბადრუკო, შენ რომ გაგშორდები, ვინ იცის იქ კეთილს გადავეყარო ვინმეს.


პიტიახში ამ სიმტყვებმა შეაშინა, და იფიქრა : სხვას ვინმეს არ გაყვეს ცოლადო. ამ ამბის შემდეგ, მისთვის არც არავინ მიუგზავნია და არც არაფერი შეუთვლია. შუშანიკი მადლობას სწირავდა ღმერთს ამისთვის.


ერთ დღეს პიტიახშმა მას ძიძიშვილი მიუგზავნა, რომელმაც უთხრა :

-ისმინე ჩემი და დაბრუნდი სასახლეში, ნუ აოხრებ შენს ოჯახს.

წმინდა შუშანიკმა კი უპასუხა:

-ვარსქენი შემპირდა, რომ აქედან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდი. სასახლეში იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ ვარსქენი მის გარდაცვლილ დედას მკვდრეთით აღადგენს.


როსდესაც ვარსქენმა შუშანიკის ნათქვამი მოისმინა, თქვა:

-ნამდვილად ასე ვუთხარიო!

მეორე დღეს შუშანიკთან ვიღაც მივიდა და უთხრა:

-ვარსქენს სწორად უპასუხე, გუშინ რამეთუ გულში ბოროტება ჰქონდა განზრახული.

წმინდა შუშანიკმა მიუგო:

-შენ თუ გგონია, რომ უფალს სძინავს, რამეთუ თვით უფალმა თქვა: “მე მიუგო სიტყუაი თქვენ წილ.”


საპყრობილეში ყოფნის მეექვსე წელს ნეტარ შუშანიკს კურნებელი სენი შეეყარა და ფერფლივით ჩამოდნა.

ციხეში ყოფნის პირველივე დღიდან მას ბალიშზე თავი არ დაუდია, პირიქით გამომწვარ აგურზე იწვა,ლეიბის მაგივრად კი ბეწვიანი ტყავის ნაგლეჯი ედო.

ზაფხული ცეცხლივით მწველი იყო და ცხელი ქარი ქროდა. ამ ადგილის მკვიდრნი ყველა დასნეულებულნი იყვნენ წყლისაგან გაყვითლებული და გასიებული მოხუცებულობის ჟამს ვეღარავინ აღწევდა.

მეშვიდე წელს შუშანიკს კანი დაუწყლულდა და სიმსივნე გაუჩნდა. მას შიგნიდან ძაძა ემოსა ხოლო გარედან ანტიოქიის წამოსასხამი.


როდესაც ჯოჯიკმა  გაიგო რომ ნეტარი შუშანიკის აღსასრული მოახლოვებულიყო წავიდა და თან წაიყვანა შვილები და მონა-მხევალი. მან აღიარა ტავისი უწესო საქციელები და ევედრებოდა წმინდა შუშანიკს:

-რძალო და ქრისტეს მხევალო, სთხოვე ღმერთს შემინდოს ჩემი მრავალი ცოდვა.

წმინდა შუშანიკმა ჯოჯიკს  და მის ცოლს მიუგო:

-უსულ გულოდ მომექეცით, არავინ გამოჩნდა ისეთი ვისაც ჩემზე გული შესტკივდებოდა.

ხოლო მათ უთხრეს:

-ჩვენ ბევრი ვეცადეთ მაგრამ ვერაფერს გავხდით.

მაშინ  შუშანიკისაგან ასეთი პასუხი მიიღეს:

-განვსიჯებით მე და ვარქსენ პიტიახში იქ სადაც ქალი და კაცი ერთი უფლებისაა,  სადაც მე და ის სწორ სიტყვას ვიტყვით უფლის წინაშე. ვითარ მან ჩემი ნაყოფი უდროოდ დაკრიფა, სანთელი ჩემი ჩააქრი და ყვავილი უდროოდ დააჭკნო.  ჩემი სიკეთის მშვენიერება დააბნელა და დიდება ჩემი დაამდაბლა.

ღმერთი განგვსჯის, მასაც და მეც,ხოლო მე ამას ვმადლობ ღმერთს რომ მის მიერ ჩემი წამებით ლხინს გპოვებთ და გვემით და თრევით განსვენებას. მე წყალობას მოველი უფლისაგან.

მათ ამის გაგონებაზე ტირილი დაიწყეს და ითხოვდნენ შუშანიკისაგან პატიებას. საპასუხოდ კი მიიღეს:

– ღმერთმა მოგიტევოთ თქვენი ცოდვები.

მან აკურთხა ჯოჯიკი  მისი ცოლი შვილები,მონა-მხევალნი და უთხრა:

-ეს ცხოვრება წარმავალია,როგორც ყვავილი ველზე.ვინც სთესა მოიმკო ვინ გაააბნია გლახაკთათვის, შეიკრიბა და  ვინც თაავს დაიღუპავს იგი იპოვის ღმერთს, რომელიც განადიდებს მას.

ჯოჯიკის შემდეგ მოვიდნენ სამოელ და იოანე ეპისკოპოსები რომლებიც თანაზიარ იყვნენ მისი შრომის.  იგი მადლობით გაგზავნეს ქრისტე ღმერთთან.


მოვიდა შუშანიკის გარდაცვალების დღე.  იგი მადლობას უხდიდა თავისი სახლის ეპისკოპოს აფოცს. მამად მოიხსენია იაკობ ხუცესი და ბრძანებდა დაესვენებინათ იმ ადგილას, საიდანაც პირველად გამოათრიეს. იგი ჰმადლობდა ღმერთს და თქვა:

– კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი.

და შეავედრა უფალს თავისი სული.


გამზადებულ ადგილას დაკრძალეს ნეტარი შუშანიკის წმინდა ნაწილები. იგი 17 ოქტომბერს აღესრულა. ხუთშაბათ დღეს დააწესეს წმინდა შუშანიკის სადიდებელი და საქებელი დღე.


წყარო: toptemebi.wordpress.com


დატოვეთ კომენტარი