იტვირთება

სპარსთა მეფობის მერვე წელს, სასახლის კარზე გაემგზავრა ვარსქენ პიტიახში, არშუშას ძე, რომელიც ქრისტიანად იყო დაბადებული, დედ-მამაც ქრისტიანები ჰყავდა. პიტიახს ცოლად ჰყავდა სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული, მამისგან ვარდანად წოდებული, მოფერებით კი შუშანიკი, ბავშვობიდან ღვთისმოშიში, თავისი ქმრის უკეთურობის გამო იგი მუდამ შეფიქრიანებული იყო და ყველას ევედრებოდა, ელოცათ მისთვის, რათა ღმერთს შეეცვალა პიტიახშის უგუნური ბუნება და ქრისტიანობისკენ მოებრუნებინა.

ვარსქენი სპარსეთის მეფესთან სრული მორჩილების დასამტკიცებლად იყო, პოზიციის გამოხატვის ნიშნად კი ასულს სთხოვდა ცოლად და ეუბნებოდა: ჩემს კანონიერ ცოლსა და შვილებსაც მოვაქცევ შენს რჯულზე, როგორც მე”. 

მაგრამ ამას ისე ამბობდა, რომ შუშანიკისგან დასტური არ ჰქონდა. ამ სიტყვებით გახარებულმა სპარსეთის მეფემ ბრძანა, რომ მისი ასული ვარსქენისთვის მიეთხოვებინათ.

სპარსეთიდან გამობრუნებული ვარქსენ პიტიახში, როცა ქართლის საზღვარს მიუახლოვდა, აზნაურები, მსახურები და თავისი შვილები შემოეგებნენ, რომ ცურტავში შესულიყო.

შუშანიკის ადგილ-სამყოფელს რომ მიუახლოვდა, ვარქსენი შეყოვნდა და ცოლს შიკრიკი მიუგზავნა. შუშანიკი წინასწარმეტყველივით ყველაფერს მიმხვდარიყო და როცა შიკრიკმაც დაუდასტურა ვარქსენის გამაზდიანება, ძირს დაემხო და მწარედ ატირდა. შემდეგ სასახლე დატოვა და ოთხი შვილით ეკლესიაში შევიდა, ღმერთს მათი მფარველობა შესთხოვა. ლოცვას რომ მორჩა,  ერთ პატარა სენაკში გავიდა, კედელს მიეყრდნო და აქვითინდა.

პიტიახშის ეპისკოპოსი, რომელსაც აფოც ერქვა, ერთი წმინდანის სამყოფელში იყო მისული, რაღაცის საკითხავად. შუშანიკის ხუცესიც თან ჰყავდა. სწრაფად მივიდა დიკვანი მათთან და პიტიახშისა და დედოფლის ამბავი მოახსენა. ისინი მწუხარებით აღივსნენ და ტიროდნენ, თავისი ცოდვების გამოჩინებისათვის.

ხუცესი ადგა და შუშანიკს მიაკითხა. როცა იგი გამწარებული იხილა, ისიც ატირდა და ნუგეშის ცემა დაუწყო. შუშანიკი მედგრად იდგა და ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფას არ აპირებდა. მაგრამ ისიც თქვა, რომ გასაჭირში მარტოდ-მარტო იყო. ხუცესმა ანუგეშა და უთხრა, რომ შუშანიკის ჭირი და სიხარული, მათი ჭირი და სიხარული იყო. შუშანიკმა თქვა, რომ ერჩივნა ვარქსენის ხელით მომკვდარიყო, ვიდრე მის საქმეებს ზიარებოდა. ამ ლაპარაკში იყვნენ, როდესაც მათთან ვარქსენის გამოგზავნილი სპარსი კაცი ეახლათ. მას შუშანიკის გადმობირება სურდა, მაგრამ მზაკვრობას მიუხვდნენ.

სამი დღის შემდეგ, ვარქსენ პიტიახში დაბრუნდა და სპარსმა კაცმა ფარულად უთხრა:

– შენი ცოლი განგიდგა, მაგრამ ცუდს ნურაფერს ეტყვი, რადგან ქალთა ბუნება სათუთია.

მეორე დღეს პიტიახშმა ხუცესები თავისთან დაიბარა, სიხარულით შეეგება და უთხრა:

– ნუ მერიდებით.

ხოლო ხუცესებმა მიუგეს:

– წარწყმიდე შენი თავი და ჩვენც წარგვწყმიდე.

მაშინ პიტიახშმა უპასუხა:

– რა უფლება ჰქონდა ჩემს ცოლს, ასე რომ მომექცა? წადით და გადაეცით : შენ ჩემი ოჯახი დაამხე, სარეცელს ნაცარი დააყარე, შენი ადგილი დატოვე და სასახლიდან გაქცეულხარ.

როდესაც შუშანიკს ვარქსენის ნათქვამი გადასცემს, ამაზე წმინდა შუშანიკმა თქვა:

– მამაშენმა სამლოცველოები ააშენაა და ანგელოზები შემოიკრიბა, შენ კი ჭეშმარიტი სარწმუნოება უარყავი და ეშმაკები შემოიკრიბე. როგორც შენ შემოქმედი უარყვე, ისე მე შენ შეურაცხმყვე. როგორც არ უნდა მომექცე, შენ საქმეებს არ ვეზიარები.

როდესაც შუშანიკის სიტყვები გადასცეს პიტიახშს, იგი გაჯავრდა და ბრაზობდა მასზე.

წყარო: toptemebi.wordpress.com


დატოვეთ კომენტარი