იტვირთება

გრიგოლ ორბელიანი ქართველი რომანტიკოსი პოეტია, რომელიც XIX საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია პატრიოტული თემატიკა, თუმცა ლექსში „საღამო გამოსალმებისა“ იგი სატრფოსთან განშორებას მისტირის. პოეტი საკუთარი შინაგანი განწყობის გადმოცემას ბუნების აღწერით ცდილობს:

„მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა“

„დიდებულად ჩასვენებულ მზეში“ გრიგოლ ორბელიანი თავის სხვა ლექსში, „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ოდესღაც ძლევამოსილ, თუმცა შემდეგ დასუსტებულ ქვეყანას გულისხმობდა. ამ შემთხვევაშიც მზის ჩასვენება დასასრულს მოასწავებს, სიხარულისა და წუთისოფლის სიტკბოების დასასრულს. იგივეს იმეორებს გრიგოლ ორბელიანი ლექსის ბოლოს და ამბობს: „ან მე უგუნურს რად მწამდა ბედისა დაუსრულება.“ იგი ამ აზრის ნათელსაყოფად იყენებს კავკასიონის ორსახოვნობას, ერთის მხრიხ ყინულიან მთებსა და მეორე მხრივ გაზაფხულის სიმწვანეს. მათი შეპირისპირებით პოეტს სურს თქვას, რომ წუთისოფლის სიტკბო და სიმწარე გამუდმებით ცვლის ერთმანეთს და მათი მინდობა არ ღირს.

 „შეწუხებული ვუმზერ გზას და მასზე ეტლსა მიმსრბოლსა,
მიმტაცსა ყოვლის კეთილის, რაცა გვაქვს ამა სოფელსა“

ეტლს ლექსში უდიდესი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. სწორედ ეტლით  ტოვებს ლექსის ლირიკულ გმირს სატრფო. იგი წუთისოფლის წარმავლობასა და დაუნდობლობას გამოხატავს. იგივე მნიშვნელობა აქვს ლექსში თერგსაც. სატრფოს დაკარგვას პოეტი ამქვეყნიური სიკეთისა და ცოხვრების წარმმართველი გზის დაკარგვასთან აიგივებს. პოეტის თქმით სატრფო ადამიანს სიცოცხლეს ზეციური სხივით უმშვენებს და მას აღამაღლებს. ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ორბელიანი სატრფოში თუნდაც ღმერთს გულისხმობდეს. ანუ პოეტს ღვთის იმედი დაკარგული აქვს წუთისოფლის წარმავლობისა და ამაოების გამო.

პოეტი ლექსს კვლავ ბუნების აღწერით ამტავრებს და წერს:

„მხოლოდ ჰსჩანს, მთანი მდუმარედ აყუდებულან ცადამდის
და ყაზიბეგსა საამოდ ზედა ვარსკვლავი დაჰნათის“

თხრობაში ვარსკვლავის გამოჩენა ღმერთთან დაახლოებასა და იმედის აღდგენას მოასწავებს.


დატოვეთ კომენტარი