იტვირთება

მეცხრამეტე საუკუნე იდგა. ქართველი ერი მიძინებულა, საქართველო კი(როგორც ქვეყანა) კვდება. გლეხობას სამშობლოს სადარდებლად,  არ სცალია(არც შეუძლია რა), თავად-აზნაურობა კი სამშობლოს გადარჩენაზე ფიქრს, თავის შეწუხებას (მცირე დაუგეგმავი შეთქმულებების შემდეგ) არჩევს საკუთარი ძვირფასი დრის ლიტერატურულ სალონებში, ლექსების კითხვით გაფლანგვას. მამათა თაობა შეგუებულია საშინელ ხვედრს. ქვეყნის ნელ-ნელა წაშლა ერთხმად შეუქცევად პროცესადაა აღიარებული და რეალურად ისღა დარჩენიათ ელოდონ სურვილს ძილიერის, ბრძანების შემდეგ კი დამორჩილდნენ. რა ბედნიერებაა, რომ ამ დროს ჩნდება ილია ჭავჭავაძე. უდიდესი ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ის თერგდალეულთა ლიდერის სახით ცდილობს ერს დაუბრუნოს ყველა ის ღირებულება რაც ამდენხნიანმა მონობამ დააკარგვინა, მაგრამ, სამწუხაროდ(თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო), წინა თაობა დიდ პრობლემებს ქმნის.

მამათა და შვილთა დაპირისპირების ნაპერწკლები 1861 წელს ილიას მიერს ,,ცისკარში დაბეჭდილი წერილის ,,ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვისაგან შეშლილის თარგმანზედას" დაბეჭდვის შემდეგ ჩნდება, 71 წლის გამოცანებმა კი მამათა თაობის უდიდესი აღშფოთება, გაკვირვება და გაბრაზება გამოიწვია. წინა თაობისთვის მოულოდნელი იყო ილიას მიერ ამგვარად გარტყმული სილა და რადგან შეუძლებელი იყო ამხელა ,,თავხედობა" უპასუხო დარჩენილიყო დაიწერა ,,პასუხი უღირსთა შვილთა", შემდეგ კი უბრალოდ ,,პასუხი შვილთა".

პასუხი შვილთა კერძოდ მისი პირველი სუსხიანი ვარიანტი უკულტურო ლანძღვის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე აჩინს ორაზროვანებას, მაგრამ პოეტის გონებამახვილობა მაინც აქცევს მას საგულისხმო პოეტურ ნაწარმოებთა შორის. სახელოვან პოეტს არცერთ პოეტურ ნაწარმოებში არ გამოუჩენია ასეთი ტენდენციურობა(მიკერძოებულობა),როგორც ამ ლექსში. უნდა შევნიშნოთ რომ ჩვენი რომანტიკოსი არც აქ ღალატობს თავის თავს: თუ ერთგან გრძნობას აძლევს უპირატესობას გონების წინაშე,ახლა სარწმუნოებას აყენებს იმავე გონებაზე მაღლა. გრ.ორბელიანი ბევრ რამეს აყვედრის შვილთა ბანაკის მესვეურეებს. დიდების ცნების გაგებაში გრ.ორბელიანი საოცარ გულუბყვილობას იჩენს:მისი აზრით,ნამდვილი დიდება მოიპოვება მხოლოდ ბრძოლის ველზე. "პასუხი შვილთა" ძველი,მაღალი არისტოკრატიული პოზიციებიდან გახსნილი ცეცხლია. დიდი ფეოდალი პოეტი-გენერალი ცრუ პროფესორებს,უბრალოდ დასცინის ,ვერ ეგუება ცრუ პატრიოდებს.

გ. ორბელიანი ყაფლან ერისთავისა და ერეკლე II-ისა და შთამომავალი იყო, რასაც ხშირად ახსენებდა თანამოძმეებს, სასაცილო კი ისაა, რომ როცა ქვეყანა მოითხოვდა მის ძარღვებში მჩქეფარე დიდებულთა სისხლის ადუღებას და გააქტიურებას ის დუმდა. დუმდა და ეგუებოდა იმდროინდეს ,,გამოუსწორებელ რეჟიმს. განა თავის დროზე გრიგოლი არ ეცდებოდა ქვეყნის განთავისუფლებას? მაგრამ ასეთ საქმეს არაორგანიზებულობა არაფერს არგებს. ილია ცდილობდა ყველაფერი გაეთვალა რაც ასეთუ თუ ისე გამოსდიოდა. ალბათ, ორბელიანს შურდა კიდეც, რომ მამების მიერ მიუღწეველის, მისაღწევისკენ მიახლოება ილიამ, შვილთა თაობამ შეძლო. გენერალი აღაშფოთა ილიას მიმართვებმა, თვითნ კი იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდათა დონეზე არ დაეცეს და მათი აქტიურობა უბრალო, გამოხტომად ჩათვალოს მომავალ თაობას ,,ბუზებს",,,ვირებს", ,,ბაკაკიებს", ,,განუსჯელებს" უწოდებს. აი, მესმის თანადგომა და დიდებულთა თავშეკავებულობა. ილია ორბელიანს სიტყვაბლწობის გამო საკადრის პასუხს სცემს:

ვინა ყრიხართო,
ვირები ხართო, -
მაგ თქვენს ზრდილობას ვით ეკადრება?  
მაგრამ შოთამ ჰსთქვა, -
რაც კოკაში ჰსდგა,
იგივე თურმე წარმოსდინდება...

ეს არ იყო ბრძოლა უდიდეს გენერალსა და ახლგაზრდა თერგდალელუს შორის, არამედ დაპირისპირება ეპოქათა და მათ მცხოვრებთა. მამათა მხარე, ოდნავმაინც, რომ წამოსულიყო დათმობაზე და ეჩვენებინა ,,ძველთა" სიდიადე ილიას თაობა ასი წლის საქმეს ბევრად უფრო ცოტა დროს მოანდომებდა. მაგრამ ასე ყველაფერი ზედმეტად მარტივი იქნებოდა, ეს კი მეცხრამეტე საუკუნის საქართველოა. რა დახმარებაზეა საუბარი როცა გრიგოლი შვილთა სიტყვებს ატრიალებს როგორც სურს და ილიას მთელ თაობას ფაქტიურად უღმერთოებს უწოდებს... 

ღმერთი რათ გვინდა?
ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი!”
და დაიწყევლა
თქვენი აქ მოსვლა,
და თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამი!
ღმერთი არ არის?..
შენთვის ნუ არის!
შენ რა გაწუხებს, რომ ჰსუფევს სხვისთვის?

მაშინ როცა ილია, ღმერთის კი არ უარყოფდა, ხალხს აფრთხილებდა, რომ მხოლოდ ლოცვა არაფრის მომტანია თუ არაფერს ეცდებოდნენ.

ოდნავადაც არაა გასაკვირი, ასეთი დაპირისპირება ერთი თაობას ოქროს ჯაჭვი სურდა, მეორე კი თუნდაც უფრთო თავისუფლება. გრიგოლის მთელი პასუხი დატვირთულია ემოციებით, ბრალდებებითა და შეურახყოფით(მისგან ნეგატივიგამოედინება), ილია კი გენერალს საკადისსი, მოკლე, გასაგები, დამაფიქრებელი წერილით პასუხუბს, რომელშიც ჩანს დამწერის გაწონასწორებულობა.

წყარო: http://human-killer-detective.blogspot.com/


დატოვეთ კომენტარი