იტვირთება

ჰოი, უმადლო შვილებო, სამწუხაროდ ცუდ დროს დაბადებულებო, რატომ წყევლით მიმალულნი თქვენს მამებს? თქვენი ქედმაღლობითა და უმეცრებით მათ სახელს ზიანს ვერ მიაყენებთ და თქვენ სიტყვებს თავადვე ინანეთ. თქვენი მამები ახალგაზრდობისას სახელოვანნი იყვნენ და მათ დიდ საჩმეებს ოსმალ-სპარსები და დაღესტნელებიც გიამბობენ. მათ საკუთარი სისხლის ფასად დაიცვეს მამული და შეინახეს ენა, საყდარი, სარწმუნოება.

ახლა, დრო შეიცვალა და თქვენც ცოდნის მიღების შესაძლებლობა მოგეცათ. თქვენი უფროსი პროფესორები საუკუნოვან გამოცდილებას გადმოგცემდნენ და შეგასწავლიდნენ. ჩვენც იმედითა და სიხარულით ველოდით, რომ შვილები მამეებს ემჯობინებოდნენ. მაგრამ მოვიდნენ და სულ გაგვიცუდდა ჩვენი ფუჭი იმედები. თავდაპირველად სკოლა გამართეს და ჩვენც გვეგონა განათლებას მიიღებდნე, თუმცა განათლების მსურველნი უზნეონი შეიქნენ. მათ დულში უიმედობა და უღმერთობა ჩაუნერგეს და გონიათ აღარც ლოცვა სჭირდებათ და აღარც ღმერთი. და ამით დაიწყევლა თქვენი გამოჩენა. თუ ფიქრობთ, რომ ღმერთი არ არსებობს, იყოს ასე, თუმცა სხვების სარწმუნოებაზე თქვენ რატომ ზრუნავთ? სხვები მწერლები და ჟურნალისტები გახდნენ და სტამბებსი ბეჭვდას მიჰყვეს ხელი. საწყალი ქართული, მდიდარი ენა, რომელიც მათ უწმიდურ ხელში სულ წახდა. ქვეყნის დიდება და ისტორია ენითაა დაცული. ენის დაცემა ერსაც წაახდენს, ერის დაცემა კი სარწმუნოებას.

ახლა, როდესაც თქვენი ნამოქმედარის ნაყოფი უკვე მოვიმკეთ, მამების წყევლით რის მიღწევას ცდილობთ? ოდითგანვე არსებობს წესი, რომ მამის გაუკეთებელი შვილმა უნდა გააკეთოს. ამიტომ ჯობია საქმითა და სწავლით გამოჩნდეთ, რადგან მამების ლანძღვა თქვენ არაფერს შეგმატებთ. თუ დიდებას ეძებთ, ფუჭ მეტყველებას გიჯობთ კეთილი ჰქმნათ. თქვენი წარმატება ჩვენც გვაამებს და გაგვახარებს. ახლა დიდების ასპარეზი თქვენთვისაა დათმობილი. რაღას ელოდებით? რატომ გვირგვინით არ შემოსავთ თქვენს ღირსეულებს? ვაი, საბრალო საქართველოს თუ მის სადიდებლად მართლაც თქვენ დაიბადეთ.

ან რატომ აღარ ისმის თავისუფლების ფრაზები: მოყვასს - დახმარება, მტერს განდევნა, ხალხის სულიერად ფეხზე დაყენება, ძმობა, ერთობა, სამშობლოსათვის თავგანწირვა?! სიტყვები სიტყვებად რჩება, სინამდვილეში კი სხვა რამე ხდება. ცუდ თავისუფლაბას ისევ ბედნიერი მონობა სჯობს. ნეტავ მიხვდეთ და გააცნობიეროთ წმინდა გუნით დათესილი კეთილის სარგებელი. ახლა ყველა ოხრავს, ვინც კი თქვენს არარაობასა და უქმობას ხედავს. ჰოი, მამულო, ნუთი მართლა აქამდე დაეშვი, რომ შენს ბედ-იჭბალს ცრუ პოეტები დაეპატრონნენ, ცრუ ლიბერალნი და პატრიოტები, მესხი, მეველე, მელიქ აღები. 


დატოვეთ კომენტარი