იტვირთება

გრიგოლ ორბელიანი იყო  მე-19 საუკუნის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა , იგი მამათა და შვილთა ბრძოლაში მაშინ ჩაება , როდესაც ილია ჭავჭავაძის "გამოცანების" პასუხი დაწერა , ამ ნამუშევარში ორბელიანმა ახალი თაობის დამცირება გადაწყვიტა , ეს გამოიხატება ახალი თაობისათვის მიმართული სიტყვებით როგორებიცაა: კოღო -ბუზებო, ჭკუით გლახებო, გზა დაკარგულნო, წყალ-წაღებულნო. კატის კნუტებო, და სხვა. გრ. ორბელიანი "შვილებს" უწოდებს „ცრუ ლიბერალებსა და პატრიოტებს“, რომლებიც გაბოროტებით სწყევლიან მამებს. მამებში მოიხსენიება ჭავჭავაძის წინა თაობა...

ლექსის მთავარი თემა არის ის , რომ "ახალი თაობა" არ მოსწონთ მათ წინამორბედებს , ისინი ბევრ რამეს აკრიტიკებენ "შვილებში" , კერძოდ გრიგოლ ორბელიანი მათ იხსენიებს როგორც ცუდ დროს შობილნი , ასევე მიმართავს მათ როგორც უმეცრებს და ამბობს , რომ მათი ვერანაირი მოქმედებით ვერ "დააბნელებენ" მამების ნამოქმედარს , ორბელიანი ასევე ამბობს , რომ წინა თაობამ გაცილებით ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის კეთილდღეობისათვის და არ შეიძლება ამ ყველაფრის დაკარგვა. ასევე გრიგოლი ესეთი სიტყვებით მიმართავს შვილებს , რომ მამები რომლებიც მათზე მეტად გამოცდილია და ცხოვრებანასწავლი ხალხია თავიანთ შვილებს ასწავლიან ყველაფერს , რაც ცხოვრებისაგან მიუღიათ და თვითონვე უსწავლიათ , შვილებს კი ამ ყველაფრის დანახვა არ უნდა და არ ითვალისწინებს.

ამ მნიშვნელოვანმა დავამ ძალიან მაშტაბური სახე მიიღო იმდროინდელ საქართველოში , მას მოჰყვა უამრავი გამოხმაურება როგორც მწერლებისაგან და საზოგადო მოღვაწეებისაგან ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან , ეს ყველაფერი ჩემი აზრით იმიტომ ხდება , რომ ადამიანს ყოველდღიურად ეცვლება შეხედულებები და მისი ხედვა ყველაფრისადმი , სწორედ ეს გახდა ამ დავის მიზეზიც გრიგოლ ორბელიანს არ მოსწონდა ის რასაც ახალი თაობა აკეთებდა რადგან ორბელიანი მათი წინა თაობის წარმომადგენელი იყო და მათი აზრები და შეხედულებები ცხადია არ დაემთხვეოდა ერთმანეთს.


დატოვეთ კომენტარი