იტვირთება

past continuous-ი გამოიყენება მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ წარსულ მოქმედებებზე, რომლებიც რაღაც პერიოდს გრძელდებოდა. შეგვიძლია წარსული მარტივი დროც გამოვიყენოთ, მაგრამ ეს დრო გამოიყენება განგრძობითი დროის ხაზგასასმელად.

მაგალითად:

Asteroids were falling all around the sky. ასტეროიდები ცვიოდა მთელი ცის ირგვლივ.

I was thinking about future last night. წუხელ მომავალზე ვფიქრობდი.

Yesterday, my sister was listening to the music for five hours! გუშინ, ჩემი და 5 საათს უსმენდა მუსიკას!

She was expecting me to do all her job! ის მოელოდა, რომ მე მთელ მის სამუშაოს შევასრულებდი.

ასევე, შესაძლოა ლაპარაკი იყოს ისეთ მოვლენაზე, რომელიც ხდებოდა და გრძელდებოდა რაღაც პერიოდს და ამ დროს მოხდა მეორე მოვლენაც.

მაგალითად:

We were playing football, when asteroids appeared. ჩვენ ვთამაშობდით ფეხბურთს,როდესაც ასტეროიდები გამოჩნდნენ.

I was doing my homework, when she called me. მე ვაკეთებდი საშინაო დავალებებს, როდესაც მან დამირეკა.

Georgian economy was growing, while it was world economic crisis. საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს.


დატოვეთ კომენტარი