იტვირთება

ინგლისის რევოლუცია

ისტორია - რევოლუციები

ნახვები:

2553

სხვა თემები

1.როდიდან და ვის შემდეგ მოვიდნენ სტიუარტები ინგლისის სათავეში? თიუდორთა

შემდეგ 1603 წელს.

2.რა სახელით მოიხსენიება პროტესტანტული მიმდინარეობა ინგლისში? პურიტანიზმი

3.რას ნიშნავს ანგლიკანიზმი, როდიდან და რომელი მეფის მიერ ჩაეყარა საფუძველი

ანგლიკანიზმს ინგლისში? ჰენრი VIII-ის მიერ, XVI საუკუნიდან, როცა მეფეა

სახელმწიფოს და ეკლესიის მმართველი.

4.რომელი მეფის მიერ იქნა დათხოვილი პარლამენტი 11 წლით და როდის იქნა მოწვეული

ხელახლა, რა მიზეზით? 1629 წელს დაითხოვა ჩარლზ I-მა და 11 წლის შემდეგ ისევ

მოიწვია რადგან გამოელია ფული.

5.როდის შეიკრიბა ;ხანგრძლივი; პარლამენტი, რამდენ წლიანი აღმოჩნდა და რა

ღონისძიებები გაატარა? 1640-1653 წლებში. გაანთავისუფლეს პურიტანები ციხიდან,

აიკრძალა მეფის მონოპოლია ეკონომიკაში, ასევე მეფეს აეკრძალა პარლამენტის დათხოვა.

6.სად იმართებოდა ინგლისში პარლამენტის სხდომები? ლონდონში, უტსმისტერში.

7.ვის შორის, როდის და რით დაიწყო სამოქალაქო ომი ინგლისში? ჩარლზ I-სა და

პარლამენტს შორის. 1640 წელს დაიწყო, ცხელ ომში გადაიზარდა 1642 წელს,

8.ვინ ედგა სათავეში პარლამენტის ჯარს მეფის წინააღმდეგ და რა სახელით

მოიხსენიებოდნენ ისინი? ოლივერ კრომველი ‘’რკინის კანცლერი“. ჯარი კი

რკინისგვერდებიანების სახელით

9.რა სახელით მოიხსენიებოდა მეფის ჯარი? როიალები

10.ვისი გამარჯვებით დასრულდა სამოქალაქო ომი ინგლისში, როდის და რომელი მეფე

დაისაჯა სიკვდილით? სამოქალაქო ომში გაიარჯვა კრომველმა. ჩარლზ I სიკვდილით

დასაჯეს 1649 წელს.

11.როდის გამოცხადდა ინგლისი რესპუბლიკად, რომელ წლამდე იარსება ინგლისის

რესპუბლიკამ და ვინ მართავდა ინგლისს რესპუბლიკის პერიოდში? გამოცხადდა 1649

წელს, 1660 წლამდე არსებობდა, ინგლის მართავდა კრომველი.

12.რა ტიტულს ატარებდა ოლივერ კრომველი? ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის

ლორდპროტექტორი.

13.როდის მოხდა სტიუარტთა რესტავრაცია ინდლისში და ვინ მოიწვიეს მეფედ? 1660

წელს მოიწვიეს ჩარლზ I-ის შვილი ჩარლზ II.

14.როდის მოხდა ინგლისში სახელოვანი  და რა შედეგით დასრულდა? 1688 წელს როცა

ფარულად კათოლიკე მეფე ჯეიმს II ტახტიდან გადადგა. (მის შემდეგ ტახტზე მისი

ქალიშვილი მერი ავიდა.)

15.როდის მიიღო ინგლისის პარლამენტმა უფლებათა ბილი; და რა შეიცვალა ამით

ინგლისში? 1689 წელს, ინგლისში გაიზარდა პარლამენტის ფუნქციები, აბსოლიტური

მონარქია შეიცვალა კონსტიტუციური მონარქიით.


დატოვეთ კომენტარი