(a+b)(a-b)=a2-b2 ორი გამოსახულების ჯამის ნამრავლი მათსავე სხვაობაზე ტოლია მათივე კვადრატების სხვაობის
(a-b)2=a2-2ab+b2 ორი გამოსახულების სხვაობის კვადრატი ტოლია პირველი გამოსახულების კვადრატს გამოლებული გაორკეცებული ნამრავლი პირველი გამოსახულებისა მეორეზე და დამატებული მეორე გამოსახულების კვადრატი
(a+b)2=a2+2ab+b2 ორი გამოსახულების ჯამის კვადრატი ტოლია პირველი გამოსახულების კვადრატს დამატებული გაორკეცებული ნამრავლი პირველი გამოსახულებისა მეორეზე და დამატებული მეორე გამოსახულების კვადრატი
(a+b)3=a3+3a2b+3ab2+b3 ორი გამოსახულების ჯამის კუბი ტოლია პირველი გამოსახულების კუბს დამატებული გასამკეცებული ნამრავლი პირველი გამოსახულების კვადრატისა მეორეზე დამატებული გასამკეცებული ნამრავლი მეორე გამოსახულების კვადრატისა პირველზე დამატებული მეორე გამოსახულების კუბი.
(a-b)3=a3-3a2b+3ab2-b3 ორი გამოსახულების სხვაობის კუბი ტოლია პირველი გამოსახულების კუბს გამოკლებული გასამკეცებული ნამრავლი პირველი გამოსახულების კვადრატისა მეორეზე დამატებული გასამკეცებული ნამრავლი მეორე გამოსახულების კვადრატისა პირველზე, გამოკლებული მეორე გამოსახულების კუბი.
a3-b3=(a-b)(a2+ab+b2) ორი გამოსახულების კუბების სხვაობა ტოლია ამ გამოსახულებების სხვაობის ნამრავლისა მათივე ჯამის არასრულ კვადრატზე.
a3+b3=(a+b)(a2-ab+b2) ორი გამოსახულების კუბების ჯამი ტოლია ამ გამოსახულებების ჯამის ნამრავლისა მათივე სხვაობის არასრულ კვადრატზე.
5-ით დაბოლოებული რიცხვების კვადრატები რომ ვიპოვოთ, 5-ის წინ მდებარე რიცხვი გავამრავლოთ თვლაში მის მომდევნოზე და მივუწეროთ 25.
მაგ.: 152 =225 252 =625 352 =1225 452 =2025 552 =3025 652 =4225