იტვირთება

1973 წელს ავღანეთში მონარქია დაემხო. სახელმწიფოს სათავეში გენერალი დაუდ ხანი მოვიდა. 1978 წელს აპრილში სსრკ-ს დახმარებით ავღანეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და სათავეში სოციალისტური მთავრობა მოვიდა. თუმცა სოციალისტურმა გარდაქმნებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და სამოქალაქო ომი დაიწყო,რომელსაც ავღანელი მოჯაჰიდები (არაბ. წმინდა საქმისთვის მებრძოლი - მუსლიმური სარწმუნოებისთვის მებრძოლები) ხელმძღვანელობდნენ. გარდა ამისა, სსრკ-ში თვლიდნენ , რომ სახელმწიფო მეთაური ჰაზიფულა ამინი ამერიკასთან დაახლოებას ცდილობდა. ყოველივე ამის გამო, 1979 წლის ბოლოს საბჭოთა ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ. ამინი ჩამოაგდეს და სსრკ- სთვის მისაღები პიროვნება ბაბრაქ ქარმალი დანიშნეს. ომი 10 წელი გაგრძელდა. ერთ მხარეს მონაწილეობდა ავღანეთის სოც. მთავრობის და სსრკ-ს ჯარები, ხოლო მეორე მხარეს ავღანელი მოჯაჰიდები, რომლებსაც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აშშ, საუდის არაბეთის, პაკისტანი, ჩინეთი და ირანი უწევდა. ეს ომი 1989 თებერვლამდე გაგრძელდა. ომში მონაწილეობა მიიღო 500 000 სამჭოთა და 300 000-ზე მეტმა ავღანელმა ჯარისკაცმა ერთი მხრივ და 200 000-მდე მოჯაჰიდმა. ომი საბოლოოდ საბჭოთა ჯარების ავღანეთის დატოვებით დასრულდა.1992 წელს კი მოჯაჰიდებმა დაამარცხეს ავღანეთის მთავრობის ჯარები. ავღანეთის ომით ”ცივი ომი” დასრულდა .


დატოვეთ კომენტარი