იტვირთება

ინგლისმა ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია XVII საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. 1607 წელს მეფე ჯეიმს I-ის ნებართვით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ლონდონის სააქციო საზოგადოებამ დაარსა პირველი ინგლისური კოლონია - ვირჯინია. XVIII ს-ის 70-იანი წლებისთვის ჩრდ. ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 13 ინგლისური კოლონია არსებობდა. ამ კოლონიების მოსახლეობის ძირითად ნაწილს პურიტანები (პროტესტანტულ მიმდინარეობის წევრები, რომლებიც რელიგიური დისციპლინის გამკაცრებას მოითხოვდნენ) შეადგენდნენ. ნელ- ნელა ამერიკულმა საქონელმა ბრიტანული საქონელი ბაზრიდან გამოდევნა. ინგლისელები სხვადასხვა გადასახადების, ბაჟების და შეზღუდვების დაწესებით შეეცადნენ კოლონისტების წარმატებები შეენელებინათ. ამან ამერიკელი კოლონისტების პროტესტი გამოიწვია. მათი აზრით, მათი ნების გაუთვალისწინებლად ინგლისის პარლამენტს ახალი გადასახადების შემოღების უფლება არ ქონდა. ამიტომ მოითხოვეს საკუთარი წარმომადგენლების ყოლა ინგლისის პარლამენტში. 1774 წელს კოლონიების წარმომადგენლებმა მოიწვიეს პირველი კონტინენტური კონგრესი, თუმცა ინგლისის ხელისუფლებამ მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

1775 წელს ბოსტონთან მოხდა პირველი შეიარაღებული შეტაკება ბრიტანეთის და კოლონისტების ჯარებს შორის. იმავე წელს ფილადელფიაში II კონტინენტურმა კონგრესმა თავი საკანონმდებლო ორგანო - კონგრესად (პარლამენტად) გამოაცხადა და ინგლისტან ურთიერთობა გაწყვიტა. შეიქმნა მოხალისეთა არმია, რომელსაც სატავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა. 1776 წლის 4 ივლისს კონგრესმა მიიღო თომას ჯეფერსონის შემუშავებული „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ და შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. 1783 წელს ინგლისმა თავი დამარცხებულად ცნო და პარიზის ზავით აღიარა აშშ-ს დამოუკიდებლობა. ჯეიმს მედისონის პროექტის საფუძველზე 1787 წელს კონგრესმა მიიღო აშშ-ს კონსტიტუცია, რომელიც გარკვეული შესწორებებით დღემდე ძალაშია

აშშ შექმნა პირველმა 13-მა კოლონიამ-შტატმა, რაც მის დროშაზე აისახა. ამერიკის დროშას აქვს 13 წითელი და თეთრი ზოლი, ხოლო მარცხენა კუთხეში ლურჯ ფონზე თავიდან 24 გამოსახული იყო 13 ვარსკვლავი. დროთა განმავლობაში ვარსკვლავების რაოდენობა (შტატების რაოდენობა) იზრდებოდა და ახლა 50 ვარსკვლავია დატანილი.


დატოვეთ კომენტარი