იტვირთება

ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“ ისევე, როგორც მისი მეორე ნაწარმოები „სტუმარ-მასპინძელი“ ფშავებსა და ქისტებს შორის შუღლზე მოგვითხრობს. ვაჟა მთავარი პერსონაჟს, ალუდა ქეთელაურს გვაცნობს, როგორც თავის თემში პატივცემულ და ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლს. ის წერს:

საფიხვნოს თავში დაჯდების,
სიტყვა მაუდის გზიანი;
ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა,-
სცადა ფრანგული ფხიანი.

თუმცა ახალგაზრდა ფშაველების თვალში ამგვარი პატივისცემა მან მაშინ დაკარგა, როდესაც თავისმა მოკლულმა ურჯულო მუცალმა იმდენად მოხიბლა ფშაველი, რომ ამ უკანასკნელმა მოწინააღმდეეგის მარჯვენის მოკვეთაზე უარი თქვა. ფშაველებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ალუდამ მუცალში თავისნაირი ვაჟკაცი დაინახა და სწორედ ამიტომ დაინდო მისი მარჯვენა.  

სახელსა ალუდაისას
იძახდენ ბრალიანითა,

თავდაპირველად ალუდას მიერ მუცალის დანდობა მხოლოდ ამ უკანასკნელის პიროვნულ თვისებებს მიეწერა, თუმცა მას შემდეგ რაც თემმა ფშაველი მკაცრად გაკიცხა, ალუდა მთელი თემის ტრადიციებს დაუპირისპირდა, მათ შორის უპირველესად სისხლის აღებას და ეს ჩვეულება მთელი ცხოვრების სისხლში გატარებასასთან გააიგივა. ეს ფაქტი გამოხატავს თუ რამდენად სამართლიანი და საღად მოაზროვნეა ალუდა და ამ ნიშან-თვისებებით მთელი თავისი თემისგან გამოარჩევს, იმ თემისგან, რომელმაც თავისი მცველი უცხოტომელისთვის მსხვერპლის შეწირვისთვის მოკვეთა.


დატოვეთ კომენტარი