იტვირთება

აკაკი წერეთელი პოემაში „გამზრდელი“ წინა პლანზე წევს ადამიანის ზნეობრივ ვალდებულებებს მთავარი პერსონაჟების მოქმედებების მაგალითზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოემის მთავარი გმირი ბათუ აფხაზი ზნეობრივად სრულყოფილია. იმ გამოუვალ სიტუაციაში, რომლის დროსაც კაცობრიობის აბსოლიტური უმრავლესობა დაუფიქრებელ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბათუმ გამოიჩინა არაამქვეყნიური თავშეკავებულობა და საფარ-ბეგი დაინდო. მან საფართან ძმადნაფიცობა საკუთარ და ოჯახის ღირსებაზე წინ დააყენა, მიუხედავად იმისა, რომ საფარის დანაშაული უპატიებელი იყო. ბათუმ საფარს მხოლოდ მისი გამზრდელის ნახვა სთხოვა.

წადი, ნახე ის მოძღვარი,
ვინც შვილივით გამოგზარდა,

საფარის აღმზრდელი ჰაჯი-უსუფი თემში თავისი განათლებითა და სიბრძნით იყო გამორჩეული და ამის გამო ბევრი გვარიშვილიც მიუნდვიათ მისთვის აღსაზრდელად. თუმცა ჰაჯი-უსუფს თავისი რირსებები არც კი გახსენებია, მას შემდეგ რაც საფარმა მას თავისი დანაშაულის შესახებ მოუთხრო. მან საფარის შეცოდების უკან თავისი ბრალი დაინახა და გადაწყვიტა, რომ ეს ბრალი სისხლის დაღვრით უნდა გამოესყიდა. მან თავისზე დაკისრებული მოვალეობის ვერ შესრულების სასჯელად თვითმკვლელობა განსაზღვრა და განაჩენიც უმალ აღასრულა.

„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“

აღსანიშნავია, რომ აკაკი წერეთელმა ნაწარმოები მასწავლებლებს მიუძღვნა. ამით შეეცადა წარმოეჩინა თუ რამდენად დიდი მოვალეობა და პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს მასწავლებელს საკუთარი აღზრდილის მიმართ. ჰაჯი-უსუფის საქციელი ცხადყოფს, რომ აღმზრდელმა არასდროს უნდა გადააბრალოს აღზრდილის საქციელი ამ უკანასკნელს და პასუხის გება საკუთარი დათესილის მომკილად უნდა ჩათვალოს.


დატოვეთ კომენტარი